WinExpo Georgia მრავალწლიანი უწყვეტი ტრადიციის მქონე წამყვანი დარგობრივი გამოფენაა, რომელიც ამ წლების განმავლობაში საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს ქართველ მწარმოებლებს პროდუქცია როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის წარადგინონ. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისისა საერთაშორისო ინტერესი ქართული ღვინისადმი წლიდან წლამდე მატულობს, რაც პირდაპირ აისახება გამოფენის მასშტაბსა და მნიშვნელობაზე.
WINEXPO GEORGIA - იზიდავს თითქმის 4000-ს ვიზიტორს ყოველწლიურად, წარმოადგენს 100-მდე კომპანიას სხვადასხვა ქვეყნიდან და კონცენტრირებულია ნაყოფიერი სამუშაო გარემოს შექმნაზე. ღონისძიებამ დაამტკიცა თავისი მნიშვნელობა ინდუსტრიაში, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. WinExpo Georgia ერთადერთი გამოფენაა საქართველოში, სადაც წარმოდგენილია შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები.
ასევე შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვისაც სურს დააგემოვნოს საუკეთესო ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებს, ინოვაციებს და მრეწველობის განვითარების ტენდეციებს.
WinExpo Georgia-მგამოფენის პარალელურად საერთაშორისოღვინისკონკურსიდაამკვიდრა, რომელიც 16 წელია ტარდება და ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. გამარჯვებული ღვინოების გამოვლენა ხდება როგორც ქართველი, ისე წამყვანი უცხოელი ღვინის მაგისტრების, სომელიეებისა და ექსპერტების მიერ. კონკურსის თავმჯდომარეა ტიმ ატკინი - ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, მრავალი ჯილდოს მფლობელი, ღვინის ჟურნალისტი, დეკანტერისა და სხვა არაერთი პრესტიჟული გამოცემის ავტორი. კონკურსი ბრმა გასინჯვის პრინციპით ტარდება, საუკეთესო ღვინოები შეირჩევა რვა კატეგორიაში და დაჯილდოვებაზე გამარჯვებულებს გადაეცემათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.